ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - პოსტზე რობერტა მეცოლა დაინიშნა

რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე დავიდ სასოლის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, რობერტა მეცოლა შეცვლის. მალტელი ევროპარლამენტარის, მეცოლას კანდიდატურას მხარი 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

იგი ევროპარლამენტის წევრი 2013 წლიდანაა, 2020 წლიდან კი მას პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია.

შეგახსენებთ, დავიდ სასოლი, 11 იანვარს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტის ნახვა