ახალი ამბები • 1713892399
ხარკოვში რუსეთთან დაკავშირებული ქუჩების სახელები შეცვალეს
უცხოეთი
1652343994
ხარკოვში რუსეთთან დაკავშირებული ქუჩების სახელები შეცვალეს. გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
სახელები გადაერქვა შემდეგ ქუჩებს:
- მოსკოვის გამზირი გახდა ხარკოვის გმირების გამზირი;
- ბელგოროდის დაღმართი — მაშველი გმირების ქუჩა;
- ბელგოროდის გზატკეცილი — ხარკოვის გზატკეცილი;
- მოსკოვის ოლქი — სალტოვსკის ოლქი.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ხარკოვში კიდევ ბევრი რუსეთთან დაკავშირებული ტოპონიმია. იგორ ტერეხოვმა საკრებულოს შესთავაზა, შემდეგი სხდომისთვის იმ ადგილების სიის მომზადება, სადაც შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებულ ქუჩებს სახელები დაღუპული გმირების პატივსაცემად უნდა შეეცვალოს.
კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა
1711347478
ქმარმა ცოლი დაჭრა
1711015419
კაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა
1710332573
მეტის ნახვა