საბერძნეთში, 41 წლის ქართველს 12 ტყვია ესროლეს - დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

პოლიცია საბერძნეთი

მკვლელობის მცდელობა საბერძნეთში  - 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კაცს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამჟამად, ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მისი ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება რთულია და შესაძლოა, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავეების დასაკავებლად ძებნა დაიწყო.

მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.

მეტის ნახვა