სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა

პარლამენტი

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის სახურავიდან ამოდიოდა და კვამლი კილომეტრების მოშორებით ჩანდა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. პატრიცია დე ლილეს თქმით, დამწვარია ეროვნული ასამბლეის დარბაზი და ხანძარი მოედო სხვა ტერიტორიასაც.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ოფისში გაჩნდა და სპორტული დარბაზისკენ გავრცელდა.

დე ლილის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრეები სიტუაციას აკონტროლებენ.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტის ნახვა