უკრაინა ომის პირისპირ - აშშ-ის ელჩი საქართველოს კონსულტაციებზე საუბრობს

putini-ukarian

რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები და უკრაინა ომის ზღვარზე - აი, ასეთი მდგომარეობაა ახლა რუსეთ-უკრაინის პოლიტიკურ ამინდში. აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საქართველოს კონსულტანციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან საფრთხის ასარიდებლად, დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებას.

„ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში და შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას საქართველოსთან, ვინაიდან ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, ასევე ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ინარჩუნებს და საშუალებას აძლევს ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განიცადონ", - ამბობს კელი დეგნანი.

საქართველოს, როგორც უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა სუვერენული სახელმწიფო, რომლისგანაც რუსეთი დღითიდღე ტერიტორიებს იტაცებს, საგარეო პოლიტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აშშ-ის ელჩის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც დეგნანი ამბობს, დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს საკითხი არა ომით, არამედ დიპლომატიურად მოგვარდეს. 

ჩვენი, აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება. სწორედ ამ მიზნით ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, სწორედ ამ მიზნით მართავს ის შეხვედრებს პარტნიორებთან და პარტნიორებთან დღეს ბერლინში.ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა და მათი შეშფოთებების მოსმენა და გამოვძებნოთ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი,“- აღნიშნა ელჩმა.
მეტის ნახვა