უკრაინაში რუსული აგრესია 77 დღეა გრძელდება - ვითარება მეგობარ ქვეყანაში

უკრაინაში რუსული აგრესია 77 დღეა გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სუმის ოლქზე. ვორონეჟის ურბანული ტიპის დასახლებაში, აგრესორებმა ორი რაკეტა ისროლეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე სახლი და შენობა დაზიანდა.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხარკოვშიც. დონეცკში რუსულ აგრესიის სამიზნე მართლმადიდებლური ეკლესია გახდა, რომელიც პრაქტიკულად განადგურებულია. ყოველდღიურად უარესდება ვითარება „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი შტურმს განაგრძობს მარიუპოლზე.

მეტის ნახვა