აჭარა მოტორსი "Hyundai"-ის ოფიციალური დილერი გახდა

„აჭარა მოტორსი“ გაფართოებას განაგრძობს. ქობულეთში მდებარე მულტიბრენდული ავტო ცენტრი „ჰიუნდაის“ ოფიციალური დილერი გახდა დასავლეთ საქართველოში. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მოყვარულებს ახალი ავტომობილების შეძენა და სასურველი სერვისების მიღება მემედ აბაშიძის ქუჩის პირველ შესახვევში შეგიძლიათ.

მულტიბრენდული ავტო ცენტრი, რომელიც ქობულეთში, გასულ წელს გაიხსნა, ფართოვდება. აჭარა მოტორსს „ჰიუნდაის“ ოფიციალური დილერის სტატუსი შეემატა. ცენტრი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის მოყვარულებს სრულ სერვისს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მიაწვდის.

შოურუმში ნებისმიერი მომხმარებელი უახლესი მოდელების დათვალიერებასა და შეძენას შეძლებს. მათ ადგილზე მაღალკვალიფიციური გუნდი დახვდება, რომელიც საჭირო მომსახურებას გაუწევს.

დასავლეთ საქართველოში, „ჰიუნდაის“ ახალი შოურუმის გახსნა ავტომობილის ყიდვისა და სერვისის მიღების პროცესს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უცხოელ ვიზიტორებსაც გაუმარტივებს.

აჭარა მოტორსი ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის I შესახვევში მდებარეობს. ავტო ცენტრში გაერთიანებულია ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Hyundai, Toyota, Subaru, Honda, Jac motorsi. სივრცეში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ამ ბრენდების ახალი ავტომობილები, ასევე ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.

მეტის ნახვა