აჯიკა - ჩვენი მთავარი სუნელი სიყვარულია

უგემრიელესი სამზარეულო და მყუდრო ოჯახური ატმოსფერო - გიყვებით რესტორან „აჯიკაზე“, რომელიც ბათუმში, რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. კონსტანტინე გამსახურდიას 6 ნომერში მდებარე კვების ობიექტი მსურველებს ინოვაციურ კერძებს სთავაზობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ გასტრო საღამოებშიც.

უკვე რამდენიმე წელია, ბათუმში, ქართული სამზარეულოს საოჯახო რესტორანი ფუნქციონირებს. „აჯიკა“ - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას 6 ნომერში მდებარეობს. კვების ობიექტი თავისი უნიკალური რეცეპტებით გამოირჩევა. აქ მომზადებული კერძებით მომხმარებლები მუდამ კმაყოფილები არიან.

რესტორანში მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც შეგიძლიათ თქვენი პატარები მზრუნველ და პასუხისმგებლიან ძიძას ჩააბაროთ. „აჯიკა“ არაჩვეულებრივი გარემოა დაბადების დღეების აღსანიშნადაც.

შეფ თამარი მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ექსპერიმენტულ გასტრო საღამოებს, სადაც მსურველები კრეატიულად მომზადებულ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებენ. სტუმრებმა ფარული ინგრედიენტები უნდა გამოიცნონ, რომელთა ერთმანეთთან შეთავსებაც, კონკრეტული კერძის მირთმევამდე, შესაძლოა, ვერც კი წარმოედგინათ.

ქართული სამზარეულოს საოჯახო რესტორანში, ასევე, შეგიძლიათ დაესწროთ კინო ჩვენებებს, საინტერესო ტრენინგებსა და პოეზიის საღამოებს. „აჯიკა“, მხოლოდ, რესტორანი არაა - „აჯიკა“ ურთიერთობაა.

მეტის ნახვა