"ბათუმი მედიკში" საქველმოქმედო სამედიცინო აქცია და Sonoscape-ის ულტრაბგერითი აპარატის პრეზენტაცია გაიმართა

"იზრუნე ბათუმი მედიკთან ერთად“ - ამ სახელწოდებით, ბათუმი მედიკში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. სივრცეში, ადგილობრივებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა. კომპანიამ უმასპინძლა სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლებსაც, რომელთათვისაც Sonoscape-ის ულტრაბგერითი აპარატის პრეზენტაცია გაიმართა. "ბათუმი მედიკი" - ლიდერი სამედიცინო კომპანია აჭარაში.

„იზრუნე ბათუმი მედიკთან ერთად“ - ამ სახელწოდებით, ბათუმი მედიკში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივებმა სხვადასხვა ტიპის ულტრაბგერითი გამოკვლევებით ისარგებლეს. გარდა ამისა, გაიმართა SonoScape-ის უახლესი, კრისტალურად სუფთა, კონტრასტული გამოსახულებისა და  მაღალი გარჩევადობის მქონე აპარატის პრეზენტაცია.

აქციის ფარგლებში, ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ღრუს, პროსტატის, საშარდე სისტემისა და გინეკოლოგიური (აბდომინალური) კვლევები.

აქციის შემდგომ, Batumi Medic-მა აჭარაში მოღვაწე ექიმ-რადიოლოგებსა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკული პრეზენტაციის ფორმატში გაცნობოდნენ SonoScape-ის ულტრაბგერით აპარატებსა და სხვა სამედიცინო პროდუქტებს. ამასთან, მსმენელებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საინჟინრო მომსახურების სერვისის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, ბათუმი მედიკი პარტნიორების დროულ და ეფექტურ ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

,,ბათუმი მედიკი’’ კომპანია ,,თბილისი მედიკის’’ შვილობილი ბრენდია და აჭარას, სამედიცინო პროდუქციის სრული სპექტრით, გასული წლიდან ემსახურება. კომპანია ოპერირებს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებებით. იგი საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს. „ბათუმი მედიკის“ მისიაა - გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. შესაბამისად, კომპანიის ყოველი აქტივობა და ყოველდღიური საქმიანობაც ამ  მიზნის უზრუნველყოფისკენაა მიმართული.

მეტის ნახვა