"ბიზნეს დიალოგი" - ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ - კამპანიის ფარგლებში, ლიბერთი აგრო და  ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ბანკი პარტნიორებთან ერთად, ამჯერად, აჭარის რეგიონის აგრო და ბიზნესის ლიდერებს ბათუმში შეხვდა.

,,ბიზნეს დიალოგის” მიწვეულმა სპიკერებმა სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ საშუალებაზე ისაუბრეს, რაც დღეს მოქმედ კომპანიებს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს  საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

მეტის ნახვა