"JCB კავკასია" - Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში

ბრიტანული პრემიუმ ბრენდის მრავალტონიანი სპეცტექნიკის ექსკლუზიური სანახაობა ბათუმში. JCB Dancing Diggers შოუ საქართველოში პირველად გაიმართა. Tegeta Construction Equipment-მა ბათუმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ისინი JCB-ის გამორჩეულ მოდელებსა და მათ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

Tegeta Construction Equipment-მა ბიზნესპარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს საქართველოში უმასპინძლა. სპეციალურად ამ დღისთვის კომპანიის ბათუმის ფილიალში სამშენებლო და საგზაო ტექნიკის ექსპო მოეწყო. ორდღიან ღონისძიებაზე დასასწრებად, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები JCB-ის გამორჩეულ მოდელებს ადგილზე გაეცნენ.

,,JCB კავკასიის“ რეგიონული ღონისძიების კულმინაციური ნაწილი JCB Dancing Diggers შოუ იყო. სანახაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, საქართველოში პირველად, Tegeta Construction Equipment-ის სტუმრებისთვის გაიმართა. თეგეტას ფილიალში შეკრებილებმა მრავალტონიანი ,,მოცეკვავე“ სპეცტექნიკა იხილეს. შთამბეჭდავი იყო JCB-ის წარმოების ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორის დემო შოუც, რომლის დროსაც მაღალი კლასის ტექნიკის უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.

„JCB კავკასიის“ დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ ბრიტანული ბრენდის სპეცტექნიკა. მათ შორის 3CX ექსკავატორ-დამტვირთველი, რომელიც სერიულ წარმოებაში 1985 წელს ჩაეშვა და 750 ათასზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის. სივრცეში წარმოდგენილი იყო სრულად ელექტრო ამწე პლატფორმაც.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. იგი ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სთავაზობს, სრული საგარანტიო მომსახურებით. ასევე, ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

მეტის ნახვა