ლიბერთი შშმ პირთა მომსახურებისთვის გაეროს კონვენციის სტანდარტებს ნერგავს

ლიბერთი შშმ პირთა მომსახურებისთვის გაეროს კონვენციის სტანდარტებს ნერგავს. ახალი, მრავალეტაპიანი პროგრამის მიზანი შშმ პირთათვის მომსახურების და საბანკო პროდუქტების მისაწვდომობის გაუმჯობესებაა.  კერძო სექტორსა და კომერციულ ბანკებში, შეფასების საერთაშორისო მეთოდოლოგია პირველად იქნა გამოყენებული. ამიტომ, ლიბერთიმ აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის მოიწვია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნება ლიბერთის სამუშაო გეგმა, რომელიც შშმ პირებისთვის მისაწვდომს გახდის საბანკო მომსახურებას, მომსახურების სტანდარტები კი სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტებს.

მეტის ნახვა