Radisson Hotel Groupfalse საქართველოში მასშტაბებს აფართოებს

Radisson Hotel Group- ი საქართველოში მასშტაბებს აფართოებს. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ ხელშეკრულება Next Group-თან გააფორმა, რომელიც Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio- ს აშენებას გულისხმობს. ახალი დოკუმენტით კომპანიამ თავისი პორტფელი 9 სასტუმრობდე გაზარდა. ახალი სასტუმრო 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება.

Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. ახალი აპარტამენტი ბათუმში, Radisson Blu-ს მეორე საკუთრება იქნება. მას შავი ზღვის სანაპიროზე ააშენებენ და პირდაპირ იქნება დაკავშირებული პლაჟთან.

შენობა გამოირჩევა შუშის ექსტერიერით, რომლის არქიტექტურაც ტრია გრუპის არქიტექტორს - ლევან სიამაშვილს ეკუთვნის. მასში 500 ოთახი, ლუქსი და რეზიდენციები განთავსდება. აპარტამენტი ორ რესტორანს მოიცავს. კვების ობიექტები დამსვენებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოს შესთავაზებენ. გარდა ამისა, შიდა სივრცესა და სახურავზე იქნება ბარი დასვენებისა და განტვირთვისთვის.

აპარტამენტი უნდა აღიჭურვოს შიდა და გარე აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრებით, კაზინოთი, რომლის ფართობი 1 200 კვადრატული მეტრი იქნება. Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio სტუმრებს საკონფერენციო დარბაზებსაც შესთავაზებს.

Radisson Hotel Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც აპარტამენტების 9 გამორჩეულ ბრენდს აერთიანებს და მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 1,700-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე აპარტამენტითაა წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი დაპირება ასეთია: „ყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია“.

მეტის ნახვა