50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს - მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული

პოლიციის ლენტი

sknews.ge-ის ინფორმაციით, ვალეში, 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

“როგორც მითხრეს დაზიანება თავად მიიყენაო, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი. თავად ამას როგორ შეძლებდა?”, – ამბობს ვალეში საკრებულოს დეპუტატი, მერი ხაბეიშვილი.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. პირველადი მონაცემებით, თვითმკვლელობა სახელდება. ქალი ვალეში შვილთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევის გამო, ვალის კულტურის ცენტრში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

მეტის ნახვა