არომატული ბადრიჯანი მწვანილებში - მოამზადეთ სადილად

ბადრიჯანი

წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ, როგორ უნდა მოამზადოთ არომატული ბადრიჯანი მწვანილებში.

ინგრედიენტები მარინადისთვის:

მარილი - 2.00 სკ
ძმარი 9% - 200.00 მლ
წყალი - 2.00 ლ

ასევე დაგჭირდებათ:

ზეთი
ქინძი,ოხრახუში, კამა
წითელი წიწაკა
ხახვი - 2.00 ც
ნიორი - 2.00 თავი
ბადრიჯანი - 2.00 კგ

მომზადების წესი

ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად.

ქვაბში ჩაასხით წყალი, ძმარი, ჩაყარეთ მარილი და მოურიეთ. რომ ადუღდება, ქვაბში ნახევარი ბადრიჯანი ჩაყარეთ. 7-8 წუთით გააჩერეთ და საწურზე გადაიტანეთ. ასევე გააკეთეთ ბადრიჯნის მეორე ნაწილის შემთხვევაშიც. სანამ ბადრიჯანი იწრიტება, დანარჩენი ბოსტნეული გაამზადეთ.

ნიორი გახეხეთ, დაჭყლიტეთ ან წვრილად დაჭერით. ხახვი თხლად დაჭერით, წითელი წიწაკა წვრილად დაჭერით. ასევე დაჭერით მწვანილებიც.

ბადრიჯანი დიდ ჯამში გადაიტანეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, ბოლოს ზეთი მოასხით და ამოურიეთ.

ასე მომზადებული ბადრიჯანი შეგიძლიათ კონტეინერში გადაიტანოთ და მაცივარში შეინახოთ (სულ მცირე, 1 თვეს გაძლებს) ან ქილებში გადაანაწილოთ, წესისამებრ გაასტერილოთ და ზამთრისთვის შეინახოთ.

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა