როგორ მოვამზადოთ მწვანე აჯიკა - ამ რეცეპტს 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს

მწვანე აჯიკა

იმისთვის, რომ მოამზადოთ მწვანე აჯიკა, დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  1. მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 კგ
  2. ნიორი - 250 გ
  3. რეჰანი - 100 გ
  4. ოხრახუში - 100 გ
  5. ქინძი - 100 გ
  6. კამა - 100 გ
  7. ხმელი რეჰანი - 15 გ
  8. ხმელი ქინძი - 15 გ
  9. უცხო სუნელი - 15 გ
  10. შავი პილპილი - 15 გ
  11. მარილი - 80 გ

მომზადების წესი:

1. კარგად გარეცხეთ წიწაკა, არ მოაშოროთ მარცვლები.

2. კარგად გარეცხეთ მწვანილი. გაასუფთავეთ ნიორი.

3. წიწაკა, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

4. მასას დაუმატეთ ხმელი რეჰანი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, შავი პილპილი და მარილი. მოურიეთ.

5. 3 დღე გააჩერეთ ემალის ჭურჭელში ბნელ გრილ ადგილას, შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და შედგით მაცივარში.

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა