არქეოლოგებმა ისრაელში მე-7 საუკუნის ოქროს მონეტები აღმოაჩინეს - BBC

მონეტები

არქეოლოგებმა ისრაელში განძი აღმოაჩინეს: სუფთა ოქროსგან ჩამოსხმული 44 ბიზანტიური მონეტა, რომლებიც მე-7 საუკუნით თარიღდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, განძი ქალაქ ბანიასში გათხრების დროს, კედელში იპოვეს. მისი წონა 170 გრამია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მონეტების მფლობელმა ისინი კედელში 635 წელს, მუსლიმური დაპყრობის დროს დამალა.

არქეოლოგების თქმით, აღმოჩენა დამატებით ინფორმაციას მიაწვდით რეგიონში ბიზანტიის ძალაუფლების ბოლო წლებზე.

მეტის ნახვა