ბათუმში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" იმართება

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" ბათუმში. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნიდან, ფილმები და ანიმაციებია წარმოდგენილი. 2000 ფილმიდან, საკონკურსოდ 130 შეირჩევა. მათ შორისაა საავტორო და მოზარდების მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმებიც.

ათგან საუკეთესოს, 7 კატეგორიაში, საერთაშორისო და საბავშვო ჟიური შეარჩევს. ჩვენება მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „თოფუზი“ მეთოთხმეტედ ტარდება.

ფესტივალი, 29 ოქტომბერს გამარჯვებული ფილმებისა და ანიმაციების ავტორების დაჯილდოებით დასრულდება.

მეტის ნახვა