აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში, 482 მილიონი ლარი იქნება

აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში, 482 მილიონი ლარი იქნება. რეგიონის მთავრობამ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილების მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა. კორექტირებული რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

ცვლილებების შემთხვევაში, 9 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება და თანხები ძირითადად სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე დაიხარჯება. ასევე, იზრდება სოციალურ-ინფრასტრუქტურული ხარჯებიც.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ, გაიზრდება უშვილობის პროგრამის დაფინანსება, რომელსაც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წელს პირველად ახორციელებს. საბიუჯეტო ცვლილებებს საკომიტეტო განხილვებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს.

მეტის ნახვა