ბათუმის ბიუჯეტი გაიზარდა

ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონით გაიზარდა. ცვლილებებს კენჭი დღეს უყარეს, თუმცა მას მხარი მხოლოდ მმართველმა გუნდმა დაუჭირა. ოპოზიცია ამბობს, რომ ბიუჯეტი კორუფციულია და მიუხედავად მერის შთამბეჭდავი მოხსენებისა, რეალურად ბათუმელების პრობლემები არ გვარდება.

ხელისუფლების ოპონენტებმა ისაუბრეს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა, თვითნებურად გაძვირებული მგზავრობის ტარიფი, ავარიული ქუჩები, ადლიის ნაგავასაყრელი, არდაგანის ტბაზე არსებული ანტისანიტარია, ჭაჭის კოშკი, რომელიც ასევე მოუვლელია, ჯერ კიდევ ექსპლუატარციაში ვერ შესული ბათუმის სასაფლაოებზე და სხვა.

მეტის ნახვა