აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

.აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის პროექტი, დებულებაში შესატანი ცვლილებები და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები განიხილეს. მესამე სექტორის მხრიდან გაიცა რეკომენდაციებიც. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და მომავალ პროექტებზეც. მათ შორის, ერთ ერთი საკითხი, უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირებაა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს.

მეტის ნახვა