2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა

2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. თარიღის აღსანიშნად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ღონისძიება გაიმართა. საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა, ასევე, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს.

აქტივობა ბიბლიოთეკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაიგეგმა. მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. წელს საქართველო თარიღს უკვე მერვედ აღნიშნავს. “იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ სლოგანის ირგვლივ ყოველწლიურად, მსოფლიოს 100 ქვეყნიდან, 31 მილიონი ადამიანი ერთიანდება.

მეტის ნახვა