ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს - დაწესებულებას თემურ კეჟერაძე უხელმძღვანელებს

თემურ კეჟერაძე

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. საგანმანათლებლო დაწესებულებას მომდევნო 4 წლის ვადით, თემურ კეჟერაძე უხელმძღვანელებს. მან ამ პოსტზე მაია ჭიჭილეიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ახალ მმართველს კონკურენტი არ ჰყავდა. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ერმილე მესხიამ.

კეჟერაძე ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს. იგი ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, წლების განმავლობაში ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორის პოზიცია ეკავა.

მეტის ნახვა