ბათუმში, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბათუმის მე-8, მე-9 და მე-15 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის უწყებამ ელექტრონული შესყიდვების ტენდერი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება 4 მილიონ 275 ათას 473 ლარს შეადგენს. თანხაში გათვალისწინებულია მე- 15 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა. 

მეტის ნახვა