კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში გეიმდეველოპერული კონფერენცია გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში გეიმდეველოპერული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა და საერთაშორისო გეიმდეველოპერებმა მიიღეს. ორი დღის განმავლობაში სტარტაპერებთან ექსპერტები მუშაობდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

ჩატარდა მასტერკლასებიც. მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, სადაც სტარტაპერებს საშუალება ჰქონდათ პოტენციური ინვესტორებისთვის საკუთარი იდეები წარედგინათ.

მეტის ნახვა