კრიტიკული ეპიდვითარების მიუხედავად სასწავლო პროცესი განახლდა

ქვეყანა უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ ზღვარზე, ყოველდღე ათობით გარდაცვლილი, ათასობით ინფიცირებული და უკვე  „ომიკრონის“ 2000-მდე დადასტურებული შემთხვევა. აი, ასეთი მდგომარეობაა ახლა საქართველოში. ვითარება რთულია აჭარაშიც. ამ მძიმე ეპიდვითარების ფონზე, დღეს, სასწავლო პროცესი საკლასო დაწესებულებებში, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. როგორ შეძლებს აჭარის განათლების სამინისტრო იმ მოზარდების დაცვას, რომელთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ არის? ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსმა ასაკი არ იცის და ბავშვისთის ისეთივე ზიანის მიყენება შეუძლია, როგორიც ზრდასრულისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი, უკვე, განახლდა, სწრებადობის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე რჩება. მშობლები კი, ვირუსისგან თავის არიდებისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასვლასა და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

შეძლებს კი, დიდი ხარვეზების მქონე, ჩვენი  განათლების სისტემა იმ პრობლემის წინაშე გამკლავებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია? ამ შინაარსის კითხვები გვქონდა აჭარიის განათლების მინისტრთან. მაია ხაჯიშვილმა კაბინეტიდან და კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ ისურვა და უწყების პრესსამსახურის მიერ, ჩაწერილი ვიდეო გამოგვიგზავნა.

განათლების სამინისტროს მხრიდან დაბეჯითებით საუბრისა და დაპირების მიუხედავად, რომ სკოლა ინფიცირების ახალი წყარო არ გახდება, ოპოზიციაში საპირისპირო წარმოდგენა აქვთ. ექიმისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის, თქმით, ეპიდსიტუაციის მართვისთვის, არც განათლების და არც ჯანდაცვის სამინისტრო არაა მზად.

საბოლოოდ, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ონლაინ თუ საკლასო რეჟიმში, ეპიდვითარება განსაზღვრავს.

მეტის ნახვა