მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვა - შეხვედრა მერიაში

მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ღონისძიებას საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ.

პროექტი მრავალწლიანია, რის შედეგადაც, ბათუმი ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღების მქონე პირველი ქალაქი იქნება საქართველოში. 4 წლის განმავლობაში, 20-მდე მუნიციპალურ საბავშვო ბაღში, ენერგოეფექტური ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სათბური ემისიების შემცირებაა, რისთვისაც 7 მილიონ 500 ათასი ევროა გამოყოფილი. 

მეტის ნახვა