ოკუპანტი ქვეყნის ენასა და ქურდული შინაარსის სიმღერაზე დადგმული მორიგი ვიდეო ჩაქვის პირველი საჯარო სკოლიდან

„TV25“-ის მიერ მოპოვებულ ახალ ვიდეოში, ამჯერად, უფროს კლასელებთან ერთად, ქართული ენის პედაგოგი, მარინე ლაჭყებიანი  ფიგურირებს. მსგავსი შინაარსის შემცველი კონტენტი ჩაქვის საჯარო სკოლის კიდევ ერთმა პედაგოგმა ჩაწერა, რომელზეც „მაცნემ“ რამდენიმე დღის წინ, რეპორტაჟი მოამზადა. რიგით მეორე ვიდეო კი, სავარაუდოდ, ამ სიუჟეტის საპასუხოა. მარინე ლაჭყებიანი გვიდასტურებს, რომ ვიდეოში თავად მონაწილეობს, თუმცა, ამბობს, რომ სიმღერის შესახებ არაფერი იცოდა. მეტიც, ვიდეოს გასაჯაროების გამო, პედაგოგი მოსწავლეების მისამართით იმუქრება. აჭარის განათლების სამინისტროში ფაქტის შეფასებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.

მეტის ნახვა