რა უპირატესობები აქვს დასავლურ განათლებას? - ბსუ-ს სტუდენტების მოსაზრებები

დასავლური განათლების მისაღებად, დღეს ნებისმიერი ახალგაზრდა იბრძვის, ვისაც მცირედით მაინც აქვს ამბიცია, კვალიფიციური და კონკურენტული იყოს დასაქმების ბაზარზე. ამისთვის, სწავლობენ ენას, ცდილობენ, მოხვდნენ გაცვლით პროგრამებში ან დამოუკიდებლად აბარონ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის სამაგისტრო პროგრამებზე. რა შესაძლებლობებს ხსნის დასავლური ცოდნა ახალგაზრდებისთვის და რა მოსწონთ განვითრებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაში, რას სთავაზობს დასავლეთი მათ, რასაც სხვაგან ვერ იღებენ ან ნაკლებია - ბსუ-ს სტუდენტების ნააზრევი ჩვენს სიუჟეტში.

დასავლური განათლება, ახალგაზრდებში, მეტ განვითარებასთან ასოცირდება. სწორედ, ეს არის მთავარი ამოსავალი, რისთვისაც ისინი ევროპულ უნივერსიტეტებში მოხვედრას, მუდმივად, ცდილობენ.  სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლისა და სწავლების უცხოური ხარისხი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე, ქართული. ეს კი, საბოლოო ჯამში, დასაქმების მაძიებელთათვის, კონკურენტულ ბაზარზე, უპირატესობის პირდაპირპროპორციულია.

და მაინც, რა არის ევროპის თუ ამერიკის უნივერსიტეტებში ისეთი, რასაც ხშირად ვერ შეხვდებით ქართულ რეალობაში. სტუდენტები ამბობენ, რომ ეს არის პრაქტიკული უნარების შეძენა თეორიის პარალელურად. სასწავლო პროგრამის დასრულებისთანავე, ნებისმიერ სტუდენტს აქვს ერთგვარი გამოცდილება, რომელიც პრაქტიკული სწავლებით აქვს შეძენილი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებმა კარგად იციან, რომ უმაღლესი სასწავლებელი არ არის დაწესებულება, სადაც, მხოლოდ, პროფესიას უნდა დაეუფლო. დასავლეთი მათ ბევრი სხვა უპირატესობით იზიდავს.

ეს შეფასებები ნიშნავს, რომ სტუდენტებისთვის, მომავალ პროფესიასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ღირებულებები, რომელსაც დასავლეთში ეზიარებიან. ანუ, მათ ზუსტად იციან, რომ ფასი არ აქვს და  არავის წაადგება, მხოლოდ, კარგი ბიოლოგი, ისტორიკოსი, ინჟინერი თუ სპორტსმენი, რომელსაც პროფესიის იქით, ღირებულებითი ნაწილი არ გააჩნია, არ აქვს მთავარი - თავისუფლება.

თავისუფლება, ყველაზე მეტად ფასობს. ეს ცხადია, შეიძლება მოიპოვო და დაიცვა კარგი განათლებით, თუმცა, სტუდენტებმა ისიც კარგად იციან, რომ ცოდნასთან ერთად სწორი ინტეგრაციაა საჭირო, ხოლო, ეს რომ შეძლო, თავისუფლება შინაგანი მოთხოვნილება უნდა იყოს. ამ ღირებულებას კი, პიროვნებაში სკოლამდელი განათლებიდან უნდა ნერგავდნენ.

მეტის ნახვა