"როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?" - კომუნიკაციების კომისიამ სემინარი ჩაატარა

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში ბასა ჯანიკაშვილმა ორდღიანი სემინარი  ჩაატარა.

ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დრამატურგთან ერთად თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე იმუშავეს, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა.

როგორ ვაქციოთ ამბავი ისტორიად, ასევე, როგორ მოვახდინოთ ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი - ამ თემებზე ჩატარებული ტრენინგი თეორიულის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა.

მეტის ნახვა