სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, რეგიონის მასშტაბით ბოლო ზარი 4681 მოსწავლისთვის დაირეკა. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ტრადიციულად, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებით მიულოცეს. ქ.ბათუმის N6 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებს, სამომავლო გეგმებში წარმატებები უსურვეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ.

მეტის ნახვა