2022 წლიდან, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა ჩატარდება

მომავალ წელს, გამოცდების ეროვნული  ცენტრი, პროფესიულ უნარებში  წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პირველად ჩაატარებს. საგამოცდო პროგრამები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა