უმაღლესმა საბჭომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმინა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრს მოუსმინა. მაია ხაჯიშვილმა, დეპუტატებს, 2021 წელს სამინისტროს მიერ, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გასულ  წელს, უწყების ბიუჯეტი 63 მილიონ 969 ათას 700 ლარს შეადგენდა.

მიმდინარე წელს კი, მოცულობა გაიზარდა და 73 მილიონ 867 ათას 430 ლარია. მინისტრის თქმით, უწყების პრიორიტეტული მიმართულებებია, განათლების ხელმისაწვდომობა, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ხაჯიშვილმა, კულტურული და სპორტული მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

მეტის ნახვა