აჭარაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

აჭარაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისკ ჯგუფებისათვის გათვალისწინებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ხელმისაწვდომია. დღეს, სათნოების სავანეს ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი აიცრა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ 200 ათასი დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. აჭარაში ამ ეტაპზე მიღებულია 10 ათასი დოზა პრეპარატი და უკვე გადაწილებიულია ამცრელ დაწესებულებებზე.

მეტის ნახვა