აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 42 ოჯახს დაეხმარება - მთავრობა

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 42 ოჯახს დაეხმარება, ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.

დახმარებისთვის საჭირო 463 ათას 350 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ფულად კომპენსაციას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.

მეტის ნახვა