ბათუმში, ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბათუმში, ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ტოქსიკოლოგები და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები ესწრებოდნენ. დამსწრეებმა განიხილეს ბოლო წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი სამედიცინო შემთხვევები.

ჩატარდა ვორკშოპები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში. ქართველი მომხსენებლების გარდა, კონფერენციაში გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოსული სპიკერები მონაწილეობდნენ.

მეტის ნახვა