გულის მსოფლიო დღე - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდნენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდნენ, რომლებიც "გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ. შეხვედრა გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

უწყების ცნობით, გულის გადანერგვა უკვე 4 მოქალაქეს დაუფინანსდა.პროგრამა ისევ გრძელდება და თითოეულ პაციენტზე 200 ათასი ლარი გამოიყოფა.მიმდინარე წელს სერვისებით 1915 მოქალაქემ ისარგებლა.

მეტის ნახვა