იანვარ-ივნისში, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა

ჩვილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში, 2022 წლის იანვარ-ივნისში, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა (480).

საქსტატის ცნობით, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი 2023 წლის მარტის ბოლოს იქნება.

მეტის ნახვა