მოსახლეობისთვის წამლების საფასური კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა - NDI

წამლები

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის წამლების საფასური კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა.

შეკითხვაზე, რა არის ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა, მოსახლეობამ შემდეგი გამოწვევები დაასახელა:

  • წამლების საფასური
  • სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური
  • ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი/კვალიფიკაციის ნაკლებობა

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.

გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

მეტის ნახვა