სად არის შესაძლებელი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა აჭარაში? - დაწესებულებების ჩამონათვალი

აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

აჭარის შემთხვევაში, ჩამონათვალი ასეთია: 

  1. სს „ევექსის კლინიკები“ - ქედის კლინიკა (იმუნიზაცია)
  2. სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი (ქობულეთი)(იმუნიზაცია)
  3. სს საზღვაო ჰოსპიტალი (იმუნიზაცია) (ბათუმი)
  4. სს „ევექსის კლინიკები“ - ხულოს კლინიკა (იმუნიზაცია)
  5. სს „ევექსის კლინიკები“ - ქედის კლინიკა (იმუნიზაცია)
  6. სს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-2010(იმუნიზაცია)
  7. შ.პ.ს. "თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი" (ბათუმი)(იმუნიზაცია)
  8. შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი (იმუნიზაცია) (ბათუმი)
  9. შპს ქ.ბათუმის № 4 პოლიკლინიკა (ბათუმი)(იმუნიზაცია)
  10. სს "ევექსის ჰოსპიტლები" - ქობულეთის ჰოსპიტალი (იმუნიზაცია)
  11. შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი" (ბათუმი)(იმუნიზაცია)
  12. შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (ბათუმი)(იმუნიზაცია)
  13. სს „ევექსის კლინიკები“ - ბათუმის პოლიკლინიკა (იმუნიზაცია

როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, „სანოფი პასტერის“ წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.

მეტის ნახვა