16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება - ჩამონათვალი

ქუჩა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქში, ევროპული მობილობის კვირეული (EUROPEAN MOBILITY WEEK) ტარდება, რომელიც წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების კამპანიას მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ.

იგი ხელს უწყობს ქცევის ცვლილებას აქტიური მობილობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა სუფთა, ჭკვიანი სატრანსპორტო გადაწყვეტილებების სასარგებლოდ.

კვირეულის ფარგლებში,17-18 სექტემბერს, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე.

ინიციატორი ევროკომისიაა.

მეტის ნახვა