ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდა - როდის აღდგება მიმოსვლა?

ქუჩა

ბათუმში, ევროპული მობილობის კვირეული (EUROPEAN MOBILITY WEEK) ტარდება, რომელიც წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების კამპანიას მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ.

იგი ხელს უწყობს ქცევის ცვლილებას აქტიური მობილობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა სუფთა, ჭკვიანი სატრანსპორტო გადაწყვეტილებების სასარგებლოდ.

სწორედ ამიტომ, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა. კერძოდ: ზ. გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 17-18 სექტემბერს იქნება შეზღუდული. 

მეტის ნახვა