ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ახალ სკვერს აწყობენ - როდის დასრულდება სამუშაოები?

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ახალ სკვერს აწყობენ. პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოს დეკორატიული ფილები და ბორდიურები, დამონტაჟდეს გარე განათების სისტემა, დაიგოს მწვანე საფარი და განთავსდეს საპარკე ინვენტარი. სამუშაოების ღირებულება 630 ათას ლარს აღემატება.

ამავე პროექტის ფარგლებში, კიდევ სამი სკვერის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც  მილიონ 223 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა