ბათუმში გარე განათების ახალ სისტემას აწყობენ

ბათუმში გარე განათების ძველი სანათების LED სანათებით ჩანაცვლება განხორციელდება, ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათვე ცნობით, პროექტი 14 555 ერთეული სანათის შეცვლას გულისხმობს, რისთვისაც 28 963 288 ლარი დაიხარჯება.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, გარე განათების სისტემის სრული განახლება ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. განახლების შემდგომ, გარეგანათების ქსელი ენერგოეფექტური გახდება. 

მეტის ნახვა