ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ზღვაში 2 ჰექტრამდე  ტერიტორია ქვიშით უკვე ამოავსეს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დასრულდა ზღვის ფსკერის გეოლოგიური კვლევა. ადგილზე უკვე მიიტანეს ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებიც.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "პალმის მსგავსი კუნძულის" პრეზენტაცია მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გაიმართა. პროექტის თანახმად, კუნძული, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნას და მასზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა