ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერის რეაბილიტაციაც პუშკინისა და ლორიას ქუჩების გზაჯვარედინზე.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება. უნდა მოეწყოს საბავშვო ატრაქციონები, მოწესრიგდეს განათების სისტემა, განთავსდეს საპარკე ინვენტარი და დამონტაჟდეს ტრენაჟორები.

სამუშაოებს კომპანია „მონოლითი" აწარმოებს. პროექტისთვის 300 ათას ლარამდე გამოიყო. ინფორმაცია და ვიდეომასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა