ახალი ამბები • 1713428324
ბათუმში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი გრძელდება - მერია
ინფრასტრუქტურა
1674477800
ბათუმში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს განახლდა 28 სპორტული მოედანი, აქედან კი, სრული რეკონსტრუქცია ჩატარდა 13 მისამართზე. სამუშაოების ფარგლებში დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით.
ამ დროისთვის, სამუშაოები შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #25-ის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, 21 სპორტული მოედნის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი. სამუშაოებს ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო ახორციელებს.
ქობულეთში, ხანძარს კაცი ემსხვერპლა
1712907949
ავარიას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა
1712849156
კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა
1711347478
ქმარმა ცოლი დაჭრა
1711015419
კაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა
1710332573
მეტის ნახვა