ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თაყაიშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში, ასფალტის საფარი ეგება.

პროექტი გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით, გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ჭები, განახლდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი.

სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის 20 ივნისს უნდა დასრულდეს. ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად ბათუმის მერიამ მოგვაწოდა. 

მეტის ნახვა