ხელვაჩაურში, მიხელ ჯავახიშვილისა და ივანე მესხის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებში, ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ხელვაჩაურში, მიხელ ჯავახიშვილისა და ივანე მესხის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებში, ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ახალი ქსელი 2 000 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა, რომლითაც 500-მდე აბონენტი ისარგებლებს.

ცენტრალური კომუნიკაციის მოწყობის სამუშაოები დასრულდა მაჭავარიანის ქუჩაზე და ჩიხებში, რის შედეგადაც 2 ათასამდე აბონენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბათუმისა და შემოერთებული ტერიტორიების მასშტაბით დაახლოებით 18 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი მოეწყო. 

მეტის ნახვა