შუახევში, სოფელ კარაპეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამ კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის დაგება იგეგმება

შუახევში, სოფელ კარაპეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამ კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის დაგება იგეგმება. ხოლო სოფელ მახალაკიძეებში ახალი ხიდის მშნებლობა მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, კარაპეტის საავტომობილო გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები. აშენდება ერთი ახალი ხიდი. ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა გრძელდება მდინარე ჩირუხისწყალზეც, რომელიც სექტემბერში უნდა დასრულდეს. 

მეტის ნახვა